პროექტის მთავარი თემა: საქართველოს ,, წითელ წიგნში,, შეტანილ ცხოველთა,
ირმებისა და შვლების, შესახებ ინფორმაციის მოძიება
და მათი უკეთ გაცნობა;
პროექტის აქტუალურობა: მოსწავლეები
გაიაზრებენ და გაიზიარებენ ცხოველთა
პრობლემებს, რომლებიც მუდმივად ადამიანთა დაუნდობლობის
მსხვერპლნი არიან;
პროექტის მიზნები: ეს პროექტი მიზნად ისახავს ბავშვების მიერ უმწეო ცხოველებ-
ის პრობლემების დანახვას, გათავისებას, მათ გამოსწორებაზე
ზრუნვასა და გადაჭრის გზების ძიებას;
მონაწილეთა ასაკი: 10-11წელი
ვადები/ხანდრძლივობა:2თვე
ვადები/ხანდრძლივობა:2თვე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას PowerPoint-ში,
შეასრულებენ ნახატებს, გამოძერწავენ, ინტერნეტში
განათავსებენ თავიანთ ნამუ-
შევრებს,ნახატებს, ჩანახატებს, ინტერნეტით გააცნობენ თანატოლებს თავიან
მომზადებულ პროექტს;
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვებ-გვერდები,ქართული საბჭოთა
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვებ-გვერდები,ქართული საბჭოთა
ენციკლოპედია,
სიმბოლოთა ენციკლოპედია, ზოოლოგიის სახელმძღვანელო,
მხატვრული ლიტერატურა;
პროექტის მსვლელობა: პროექტში მონაწილე მოსწავლეების პირველ ეტაპზე მოიძი-
ებენ მასალებს ბიბლიოთეკასა და ისტ-ის ტექნოლოგიების
მეშვეობით;
მეორე
ეტაპზე წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებსა და მოძიებულ ინფორმაციას
(ნახატები, ნახატები, ფოტომასალა);
მესამე ეტაპზე ბავშვები მიდიან თბილისის
ზოოლოგიურ პარკში, სადაც უშუალოდ ნახავენ ამ ცხოველთა ინდივიდებს. აიღებენ
ინტერვიუს მომვლელებისაგან ცხოველთა ხასიათისა და ჩვევების უკეთ გასაცნობად;
მეოთხე ეტაპზე მოსწავლეები გამართავენ პროექტის პრეზენტაციას,აჩვენებენ
PowerPoint-ში გაკეთებულ პრეზენტაციას, აწყობენ საკუთარი ნამუშევრების
გამოფენას,წაიკითხავენ ჩანახატებს,ნაწყვეტებს
იმ მხატვრული ნაწარმოებებიდან, სადაც მთავარი
პერსონაჟები ირმები და შვლები არიან;
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები შეძლებენ საგანთა
შორის კავშირის დამყარებას
(ზოოლოგია-ცხოველთა აგებულება, გეოგრაფია-ინფორმაცია
დაცული ტერიტო-
რიებზე ინდივიდების შესახებ, ისტორია-მონღოლეთში
ირმის ქვების არსებობა, ირმის სიმბოლიკის შესახებ, ისტ-ი ინტერნეტში
ინფორმაციის განთავსება, პრეზენტაცია PowerPoint-ში) სხვადასხვა
დისციპლინაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება;
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქარ.V.2.მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება;
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქარ.V.2.მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება;
ქარ.V.7. მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო
თემატიკის შემცველი სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტების (საყმაწვილო ჟურნალების,
დარგობრივ-შემეცნებითისტატიების,სხვადასხვა შინაარსის
ცნობარების, ინტერვიუების და სხვა) წაკითხვა და გააზრება;
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ეკატერინე ბადრიაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ekabadro71@gmail.com.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:ekabadro71.blogspot.com
კარგია:) მაგრები ხართ :)
ReplyDelete