Tuesday, June 5, 2018

პროექტი - ,,რა ვიცით ბეთანიის შესახებ"
      მე-8 კლასის მოსწავლეებმა  მოიძიეს ინფორმაცია ისტორიული ძეგლის ბეთანიის შესახებ , როგორც ბეჭდურ მასალაში, ასევე ინტერნეტშიგამოიკვლიეს რამდენადაა საზოგადოება ინფორმირებული ამ ადგილის შესახებ, შეასრულეს ნახატები, ჩანახატები,PowerPoint-ში შექმნეს ინფორმაციულ სლაიდ-შოუები, შექმნეს ისტორიული ბუკლეტი, ტურისტული გზამკვლევი,იმსჯელეს, რამდენად მნიშვნელიოვანია მონასტრის ისტორიის ცოდნა თანამედროვეობისათვის.
         გთავაზობთ პროექტის განხორციელების  ამსახველ ფოტომასალას:





















Monday, March 19, 2012

პროექტი

  პროექტის სახელწოდებარა ვიცით ირმებისა და შვლების შესახებ
პროექტის მთავარი თემა:  საქართველოს ,, წითელ წიგნში,, შეტანილ  ცხოველთა,
    ირმებისა და შვლების, შესახებ ინფორმაციის მოძიება და მათი უკეთ გაცნობა;
პროექტის აქტუალურობა:  მოსწავლეები გაიაზრებენ  და გაიზიარებენ ცხოველთა
   პრობლემებს, რომლებიც მუდმივად ადამიანთა დაუნდობლობის მსხვერპლნი არიან;                   
პროექტის მიზნები: ეს პროექტი მიზნად ისახავს ბავშვების მიერ უმწეო ცხოველებ-
   ის პრობლემების დანახვას, გათავისებას, მათ გამოსწორებაზე ზრუნვასა და გადაჭრის გზების ძიებას;
მონაწილეთა ასაკი:  10-11წელი
ვადები/ხანდრძლივობა:2თვე
მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას PowerPoint-ში,
   შეასრულებენ ნახატებს, გამოძერწავენ, ინტერნეტში განათავსებენ თავიანთ ნამუ-
  შევრებს,ნახატებს,  ჩანახატებს, ინტერნეტით გააცნობენ თანატოლებს  თავიან     მომზადებულ    პროექტს;
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვებ-გვერდები,ქართული საბჭოთა
 ენციკლოპედია,  სიმბოლოთა ენციკლოპედია, ზოოლოგიის სახელმძღვანელო,
 მხატვრული ლიტერატურა;
პროექტის მსვლელობა: პროექტში მონაწილე მოსწავლეების პირველ ეტაპზე მოიძი-
   ებენ მასალებს ბიბლიოთეკასა და ისტ-ის ტექნოლოგიების მეშვეობით;
        მეორე ეტაპზე წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებსა და მოძიებულ ინფორმაციას
 (ნახატები, ნახატები, ფოტომასალა);
         მესამე ეტაპზე ბავშვები მიდიან თბილისის ზოოლოგიურ პარკში, სადაც     უშუალოდ ნახავენ ამ ცხოველთა ინდივიდებს. აიღებენ ინტერვიუს მომვლელებისაგან ცხოველთა ხასიათისა და ჩვევების უკეთ გასაცნობად;
          მეოთხე ეტაპზე მოსწავლეები გამართავენ  პროექტის პრეზენტაციას,აჩვენებენ
  PowerPoint-ში გაკეთებულ პრეზენტაციას, აწყობენ საკუთარი ნამუშევრების
 გამოფენას,წაიკითხავენ ჩანახატებს,ნაწყვეტებს იმ მხატვრული ნაწარმოებებიდან,    სადაც მთავარი პერსონაჟები ირმები და შვლები არიან;
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირის დამყარებას
 (ზოოლოგია-ცხოველთა აგებულება, გეოგრაფია-ინფორმაცია დაცული ტერიტო-
რიებზე ინდივიდების შესახებ, ისტორია-მონღოლეთში ირმის ქვების არსებობა, ირმის სიმბოლიკის შესახებ, ისტ-ი ინტერნეტში ინფორმაციის განთავსება, პრეზენტაცია PowerPoint-ში)  სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება;
       ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქარ.V.2.მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური  საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება;
        ქარ.V.7. მოსწავლეს შეუძლია მისთვის საინტერესო თემატიკის შემცველი სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტების (საყმაწვილო ჟურნალების, დარგობრივ-შემეცნებითისტატიების,სხვადასხვა შინაარსის ცნობარების, ინტერვიუების და სხვა) წაკითხვა და გააზრება;
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):    ეკატერინე  ბადრიაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  ekabadro71@gmail.com.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:ekabadro71.blogspot.com